ბათუმში სასტუმროში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashvili112-ის სამსახურის სახანძრო მანქანა
112-ის სამსახურის სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასატუმროში, რომელშიც „მის საქართველოს“ მონაწილე გოგონები ცხოვრობდნენ, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდნენ საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სასტუმრო „ლეო გრანდში“ ბათუმში, სადაც კონკურს „მის საქართველოს“ მონაწილე გოგონები ცხოვრობდნენ, ოთხი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.

ხანძარი სასტუმროში დაახლეობით 20:00 საათზე დაიწყო. იმ დროისათვის სასტუმროში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

„ოთხი გარდაცვლილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი, 10 მოქალაქე ინტოქსიკაციით და სხვადასხვა სახის დაზიანებით ბათუმის კლინიკებშია გადანაწილებული. მათი დიდი ნაწილი არის ინტოქსიკაციით გადაყვანილი, ორი მოქალაქე კი, ხანძრიდან თავის დაღწევის დროს დაშავდა“, — განაცხადა მიქელაძემ.

სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა

მან ასევე აღნიშნა, რომ დაშავებულთა შორის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან.

„რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი იდენტიფიცირება ამ დროისთვის არ არის შესაძლებელი, რადგან მათ არ ჰქონდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მომხდარითან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. უწყების მონაცემებით, ხანძრის დროს რიგითი მოქალაქეების გარდა, სამი მეხანძრე დაშავდა.

შსს-ს მონაცემებით, „112“-ის ცენტრში სასტუმროში ხანძრის შესახებ შეტყობინება 20:01 საათზე შევიდა და ხანძარი შენობის ზედა სართულებზე გაჩნდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე 20:04 სთ-ზე მივიდნენ“, — აღნიშნავენ შსს-ში.

სამინისტროს მონაცემებით, ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო მანქანა და 100-მდე მეხანძრე.

„ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლი ქრობის პროცესი. დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან“, — აღნიშნავენ შსს-ში.

ამასთან შსს-ში აღნიშნეს, რომ სასტუმროში მყოფი ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

„სამართალდამცველები იცავენ სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს. ამ დროისთვის, ღია ცეცხლის კერები შენობაში არ შეინიშნება“, — ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო („ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით“), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.


ყველა ახალი ამბავი
0