სროლა ახალი ძალით განახლდა - აფეთქებების ხმა კვლავ ისმის

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცოპერაციის ზონაში ორი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ანტიტერორისტული ოპერაცია უფრო აქტიურ ფაზაზე გადავიდა — სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე ღამიდან მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

ადგილი სდაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
დაკავებულია ერთი პირი - სუსი ეჭვმიტანილებს დანებებას სთავაზობდა

სპეცოპერაციის ზონაში ორი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა.

ამ დროისთვის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.

გარდა ამისა, სპეცოპერაციისას დაიჭრა სპეცრაზმის წევრი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0