სახალხო დამცველი: სპეცოპერაციის ჩატარებას თავისი წესი აქვს

© photo: Ombudsman / FBსახალხო დამცველი
სახალხო დამცველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ბრიგადებია მობილიზებული

თბილისი,22 ნოემბერი- Sputnik. სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას, ციტირებს საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ტელეკომპანია „რუსთავი 2".

თბილისის გარეუბანში სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მრავალბინიანი კორპუსის მეორე ან მესამე სართულზე არიან გამაგრებულნი.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მაცხოვრებლის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და მათი უფლებები.

„სპეცოპერაციის ჩატარებას აქვს თავსი წესი, რომელიც მკაცრად არის კანონით გაწერილი და აუცილებელია, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდეს და ყველაფერი იქნას გაკეთებული, რომ პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები იქნას დაცული,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

112 - Sputnik საქართველო
დაჭრილი სპეცრაზმელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა

სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას არ უშვებენ, ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილს კი მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს. თუმცა, იქ მაინც რჩებიან მეზობელი სადარბაზოების მცხოვრებლები.

ეჭვმიტანილებმა სპეციალურ დანაყოფს  ცეცხლი გაუხსნეს და ბინის ერთ-ერთი ფანჯრიდან ხელყუმბარები გადმოყარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი უცხოელები არიან.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები. აფეთქებების შედეგად დაიწვა ორი ბინა, ერთ-ერთიდან გამოდის კვამლი და მოჩანს ცეცხლი.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ბრიგადებია მობილიზებული. ადგილზე მობილიზებულია ასევე მძიმე ტექნიკა.

სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაშავებული სპეცრაზმელის შესახებ, თუმცა, ოფიციალურად ინფორმაცია არ დასტურდება.

 

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0