დაჭრილი სპეცრაზმელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა

გამოწერა
სპეცრაზმელს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია უტარდებოდა. ის თავის არეში იყო დაჭრილი.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციის დროს გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პოლიცია სპეცოპერაციის ადგილზე - Sputnik საქართველო
სპეცოპერაციის ადგილზე თბილისში ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

ტელეარხის ინფორმაციით, სპეცრაზმელი თავის არეში იყო დაჭრილი. თუმცა, მასმედიაში გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში.

თბილისის გარეუბანში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს-ი) სამსახურმა ორი ეჭვმიტანილის დაკავების კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მრავალბინიანი კორპუსის მეექვსე სართულზე იმყოფებიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი უცხოელები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები.

ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი, რომლებიც საშიშ ზონასთან ახლოს იმყოფებოდნენ ევაკუირებულია. თუმცა, იქ მაინც რჩებიან მეზობელი სადარბაზოების მცხოვრებლები.

სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

ყველა ახალი ამბავი
0