ინფორმაცია სპეცოპერაციის ადგილიდან: ეჭვმიტანილები კარგად მომზადებული არიან

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია სპეცოპერაციის ადგილზე
პოლიცია სპეცოპერაციის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება შეიძლება ეჭვმიტანილებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ეჭვმიტანილების აყვანა და სპეცოპერაციის დასრულება ვერ ხერხდება; ისინი საკმაოდ კარგად, მაღალ დონეზე არიან მომზადებული, აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელიც ბერი სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ის ჟურნალისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფაქტების გასაჯაროებისგან, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ტელეეთერით გადაიცემა, შეიძლება ეჭვმიტანილებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

„სპეცოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ეთერში გადავცეთ, შესაძლოა, ამ ადამიანებისთვის სასარგებლო ინფორმაცია აღმოჩნდეს, თავს შევიკავებ იმის თქმისგან, თუ სად არიან განლაგებული სპეცრაზმისა და პოლიციის წარმომადგენლები", — აცხადებს როგავა.

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
თვითმხილველი: ეჭვმიტანილები 2 წელია იმ ბინაში ცხოვრობენ, რომელსაც ახლა პოლიცია უტევს

მისი თქმით, მასშტაბური სპეცოპერაციის ადგილზე უსაფრთხოების უმკაცრესი ზომებია მიღებული და დიდი რაოდენობით პოლიციელებია მობილიზებული.

„უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. არ არის გამორიცხული, ამ ადამიანებს ტელევიზორი ჩართული ჰქონდეთ და მათ კოორდინატებს ვაწვდიდეთ. შესაბამისად, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, ამ ფაქტების გასაჯაროებისგან თავი შეიკავონ", – განაცხადა როგავამ.

ჟურნალისტის თქმით, ის სამართალდამცავი კონკრეტული უწყების წარმომადგენლებს ესაუბრა და მას პირად საუბარში განუცხადეს, რომ ეს პიროვნებები, ვის მიმართაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ეროვნებით ჩეჩნები არიან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ღამე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, მობილიზებულია დამატებითი ძალები, შეყვანილია ჯავშანტექნიკა.

დაიჭრა სპეცრაზმის ერთი წარმომადგენელი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაიჭრა ორი ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0