სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაშავებული სპეცრაზმელის შესახებ, თუმცა, ოფიციალურად ინფორმაცია არ დასტურდება.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) განცხადებაში.

თბილისის გარეუბანში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ორი ეჭვმიტანილის დაკავების კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მრავალბინიანი კორპუსის მეექვსე სართულზე იმყოფებიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი უცხოელები არიან.

პოლიცია სპეცოპერაციის ადგილზე - Sputnik საქართველო
სპეცოპერაციის ადგილზე თბილისში ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევის ადგილზე ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები.

ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი, რომლებიც საშიშ ზონასთან ახლოს იმყოფებოდნენ ევაკუირებულია. თუმცა, იქ მაინც რჩებიან მეზობელი სადარბაზოების მცხოვრებლები.

აფეთქებების შედეგად დაიწვა ორი ბინა, ერთ-ერთიდან გამოდის კვამლი და მოჩანს ცეცხლი. წინასწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა ბინის ერთ-ერთი ფანჯრიდან ხელყუმბარები გადმოყარეს.

სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაშავებული სპეცრაზმელის შესახებ, თუმცა, ოფიციალურად ინფორმაცია არ დასტურდება.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0