სპეცოპერაციის ადგილზე თბილისში ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

© photo: Sputnik / STRINGERპოლიცია სპეცოპერაციის ადგილზე
პოლიცია სპეცოპერაციის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცოპერაციის ადგილზე არ წყდება სროლა, პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სპეცოპერაციაში თბილისში ჯავშანტექნიკა ჩართო.

სავარაუდოდ, ორი ეჭვმიტანილის დაკავების სპეცოპერაცია თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარეობს. ეჭვმიტანილები საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იმყოფებიან, სადაც ორი ბინა იწვის.

ადგილზე არ წყდება სროლა, პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმა.

ბოლო ინფორმაციით, დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომელიც უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0