ნანუკა ჟორჟოლიანი: წვრილმანების დედაც ჯეკ, მთავარია სიცოცხლე

CC BY-SA 2.0 / Dmitry Terekhov / Tu-154Mთვითმფრინავი, არქივის ფოტო
თვითმფრინავი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც გასული ღამის უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში ვერ დაეშვა

თბილისი, 22 ნოემბერი —Sputnik. უამინდობამ და ძლიერმა ქარმა თბილისში ავიარეისების განრიგში ცვლილებები შეიტანა. გვიან ღამით ვერ განხორციელდა რამდენიმე რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, — იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

გაუქმდა მოსკოვი-თბილისის რეისი, კიევიდან მომავალი თვითმფრინავი დედაქალაქის ნაცვლად ქუთაისში დაეშვა. მოგვიანებით მგზავრები ამავე თვითმფრინავით თბილისის მიმართულებით გამოფრინდნენ.

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც უკრაინის ავიახაზებით თბილისში ბრუნდებოდა, საკუთარ facebook გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„თბილისის თავზე ორჯერ მოწყდასავით თვითმფრინავი. მერე იყანყალა. მერე ისევ ქვევით ჩავარდა. მივხვდით ვერ ვჯდებოდით. ვერ ვჯდებოდით კი არა… გადავხედე თვითმფრინავს, მაინტერესებდა ვისთან ერთად შეიძლება გადავსულიყავი სხვა განზომილებაში. გამიმართლა, მშვიდ ხალხთან ერთად ვნერვიულობდი…″

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დააგვიანდა სტამბოლი-თბილისის თვითმფრინავსაც.

 

ხატია გიგოლაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0