შენობის შტურმი - უსაფრთხოების სამსახური ეჭვმიტანილების დაკავებას ცდილობს

გამოწერა
სპეცოპერაციის ზონაში ხანძარია

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის ხმა ისმის, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) გასული ღამიდან კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებს, წერენ ადგილობრივი მცხოვრებლები Facebook-ზე.

მიმდინარეობს შენობის შტურმი. მასმედიის მონაცემებით, ეჭვმიტანილები მრავალბინიანი კორპუსის მეექვსე სართულზე იმყოფებიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი უცხოელები არიან.

მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დამატებითი ძალები.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ ბინები დაატოვებინეს.

ღამით პირებმა, რომელთა დაკავების სპეცოპერაცია ტარდება, სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. ისმოდა სროლისა და აფეთქების ხმები.

მასმედია სპეცოპერაციის ზონაში ხანძრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ყველა ახალი ამბავი
0