სპეცოპერაციის ადგილზე აფეთქებების სერია მოხდა - იწვის საცხოვრებელი სახლი

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის გარეუბანში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, საცხოვრებელი კორპუსი იწვის.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის გარეუბანში  ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ოთხშაბათს დილით აფეთქებების სერია მოხდა, სადაც გასული ღამიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი)კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებს. შენობის ქვედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.
სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები პოლიციის მიერ გადაკეტილი პერიმეტრის იქით მისვლას ვერ ახერხებენ.

პოლიციელები შენობასთან არ უშვებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს და სპეცოპერაციის ზონიდან ეტაპობრივად გამოყავთ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ შენობაში არიან.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადმოსცემს, საცხოვრებელი კორპუსი საბჭოთადროინდელი  შენობაა, აქედან გამომდინარე, მან შეიძლება ვერ გაუძლოს აფეთქებების ასეთ რაოდენობას, არსებობს ნგრევის რისკი.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში ორი შეიარაღებული პირია გამაგრებული.


ყველა ახალი ამბავი
0