სპეცოპერაციის გამო 97-ე სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომლები
პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის 97-ე საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი არ გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე კონტრტერორისტული სპეცოპერაციის გამო, რომელიც სკოლის ტერიტორიის მახლობლად ტარდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

განათლების უწყების ცნობით, დღეს გაცდენილი საათები სკოლაში შაბათს ანაზღაურდება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე ღამე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, მობილიზებულია დამატებითი ძალები.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისში გრძელდება

სროლის ხმა ისმოდა მთელი ღამის განმავლობაში. ასევე იყო აფეთქებების ხმა.

მანამდე, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინების დატოვება სთხოვეს. კორპუსი, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებიან, გარშემორტყმულია, პოლიცია პერიმეტრს აკონტროლებს.

მანამდე სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს; სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი ორი პირის დაკავების მიზნით ტარდება. ტელეკომპანია Rustavi2-ის ცნობით, ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0