სპეცოპერაცია თბილისში გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაში დამატებითი ძალები ჩართეს

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე ღამე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, მობილიზებულია დამატებითი ძალები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სამართალდამცავების ნაწილი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სროლა დაახლოებით ორი საათის წინაც ისმოდა. ასევე იყო აფეთქებების ხმა.

საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
კონტრტერორისტული ოპერაციისას თბილისში ცეცხლი გახსნეს – სუს–ი

მანამდე, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინების დატოვება სთხოვეს. კორპუსი, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებიან, გარშემორტყმულია, პოლიცია პერიმეტრს აკონტროლებს.

მანამდე სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს; სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი ორი პირის დაკავების მიზნით ტარდება. ტელეკომპანია Rustavi2-ის ცნობით, ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0