სოფელ რუხთან ხანძარი გაჩნდა

© courtesy of Tinatin Bukiaხანძარი სოფელ რუხთან
ხანძარი სოფელ რუხთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლის გაჩენის ან გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიას მეხანძრეები ათვალიერებენ

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, იტყობინება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ხანძრის კერები რამდენიმე ჰექტარზე იყო გავრცელებული. ცეცხლი ეკალ-ბარდებს, ბალახებსა და ბუჩქებს ეკიდა.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს. ინფორმაცია ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს” საგანგებო სიტუაციათა მართვის ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს.

„აღნიშნულ და მიმდებარე ტერიტორიაზე ვაწარმოებთ გადასინჯვის  სამუშაოებს, რომ ცეცხლის გაჩენის ან გავრცელების საფრთხე თავიდან იყოს აცილებული“, — განმარტეს სააგენტოში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

 

თინათინ ბუკია

ყველა ახალი ამბავი
0