ავარია თემქაზე -არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება შს სამინისტროს პრეს-სამსახური.

დამტვრეული და ძველი მანქანები „დაშლილებში“ - Sputnik საქართველო
ავარიები გზებზე: ვითარება საქართველოსა და უცხოეთში

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრები, რომელთაგანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0