სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტი დაფიქსირდა

გამოწერა
სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი ავტომანქანები კი დალუქეს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 11 პირი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხის გაჩეხვა - Sputnik საქართველო
ხის უკანონო გაჩეხვა საქართველოში: სულ გამოვლენილია 161 ფაქტი

სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი ავტომანქანები კი დალუქეს.

ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).

ყველა ახალი ამბავი
0