ზუგდიდში მანქანამ ბავშვი გაიტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ბიჭი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდში თავისუფლების ქუჩაზე ავტომობილმა ბავშვი გაიტანა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ავტო-საგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) მონაცემებით, შვიდი წლის ბავშვს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ იქ მისვლის მომენტში ის უკვე გარდაცვლილი იყო.

შსს-ს პრესსამსახურში იუწყებიან, რომ მძღოლი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0