13:16 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ევროპული ნაცარა მგელი

თბილისში მგელი დაიჭირეს

© AFP/ RAYMOND ROIG
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
224 0 0

გარეული ცხოველი გასულ ღამეს შეიპყრეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის ბოტანიკური ბაღის მახლობლად და მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა გასულ ღამეს თბილისში, მარო მაყაშვილის ქუჩაზე მგელი დაიჭირეს, აცნობა „Sputnik–საქართველოს" თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ.

„გუშინ ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ მოსახლეობის მიერ შემჩნეული იყო მგელი. მონიტორინგის ჯგუფი ოპერატიულად გავიდა ადგილზე, მგლის დაძინება შპრიცსასროლი თოფით მოხდა, რის შემდეგაც ის გადავიყვანეთ მუნიციპალურ თავშესაფარში", — განაცხადა თემურ ფხალაძემ.

მისი თქმით, მგელი გამოიკვლიეს და გაუკეთეს ვაქცინაცია.

„მგელი არის ჯანმრთელი და მას დღეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ბუნებრივ არეალში გავუშვებთ", — აღნიშნა თემურ ფხალაძე. მისივე თქმით, მტაცებელი ცხოველები დედაქალაქის ტერიტორიაზე მანამდეც შეუნიშნავთ ძველ ვეძისში, ლილოს დასახლებაში, დიდგორში და თბილისის ზღვაზე.

მთავარი თემები