10:00 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სამომსახურეო ძაღლი თბილისის აეროპორტში

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (150)
183 0 0

შსს-ს ინფორმაციით, „იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება".

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. განგაში და ევაკუაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით, ერთი საათის წინ 112-ის სამსახურში ბომბის შესახებ განხორციელებული ზარის შემდეგ გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2). 

თბილისის აეროპორტში ტერიტორიის შემოწმება დასრულებულია. მგზავრებისთვის უკვე გაიხსნა გამგზავრების დარბაზი, თუმცა ამ დრომდე ჩამოსვლის დარბაზი დაკეტილია. სპეციალისტები აეროპორტის შენობაში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ.

გამნაღმველები ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც 112-სამსახურში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ შენობაში ბომბი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეისები არ შეფერხებულა და ყველა მგზავრმა დანიშნულ დროს მოახერხა გაფრენა. 

შსს-ს ინფორმაციით, „იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება", იუწყება ტელეკომპანია.



თემები:
შემთხვევები საქართველოში (150)

მთავარი თემები