თურქეთში ქართველი და უკრაინელი მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Eray Erkylych / გადასვლა მედიაბანკშითურქული პოლიცია
თურქული პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, 45 მიგრანტი საბერძნეთის კუნძულებამდე მიღწევას ცდილობდა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი თურქულ გამოცემა YeniSafak-ზე დაყრდნობით.

დაკავებულებს ეგეოსის ზღვაში მიგრანტების არალეგალურად გადაყვანა ედებათ ბრალად.

გავრცელებული ინფორმაციით, 45 მიგრანტი საბერძნეთის კუნძულებამდე მიღწევას ცდილობდა. ორ რეზინის ნავში მყოფი 22 მიგრანტი ბოდრუმის სანაპიროსთან აღმოაჩინეს.

ამასთან, თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ფეთჰიეს ყურეში 23 მიგრანტი დააკავა, რომელთა შორის 22 სირიელი და ერთი პალესტინელია.

შოთა ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0