ესპანეთში ქართველი მძარცველები დააკავეს

© AFP 2024 / Cristina Quiclerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულებს თან აღმოაჩნდათ ბინების ძარცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცელებმა მადრიდში საცხოვრებელი სახლის ძარცვის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ესპანურ გამოცემა „ელ მუნდოზე" დაყრდნობით.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
იტალიაში ქართველი მამაკაცი მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ბინის მეპატრონემ ერთ-ერთ მძარცველს დანაშაულის მომენტში შეუსწრო, ხოლო მძარცველის თანამზრახველი გაქცევას შეეცადა. ბოროტმოქმედებმა ბინის მეპატრონეზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

ინცინდენტი ესპანეთის დედაქალაქის ჩამარტინის უმანში მოხდა.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულებს თან აღმოაჩნდათ ბინების ძარცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.

შოთა ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0