სამართალდამცველებმა მეუღლის და შვილის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც გაირკვა დაკავებულმა მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება არაერთხელ ჩაიდინა.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავში ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 38 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიეით დადგინდა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლესა და მეორე, 7 წლის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შესახებაც დაზარალებულმა ქალბატონმა პოლიციას აცნობა.

როგორც გაირკვა, დაკავებულმა მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება არაერთხელ ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული საკუთარ ბინაში დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0