საქართველოს შსს-მ კომისიის წევრზე ანგარიშსწორების ფაქტი უარყო

გამოწერა
ოპოზიცია ბოლნისში საარჩევნო კომისიის წევრის ცემის ფაქტზე საუბრობს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლნისში საარჩევნო კომისიის ორ წევრზე ანგარიშსწორების შესახებ განაცხადეს, რაც საქართველოს შსს-მ უარყო.

ქართული ოცნების მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: „ქართული ოცნება" ამომრჩევლის ნებას არ ეწინააღმდეგება

ბოლნისში №20 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრზე თავდასხმის ფაქტზე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა. ბეჟაშვილის განმარტებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მან კომისიის სხვა წევრებს განუცხადა, რომ ისინი მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ ეწეოდნენ აგიტაციას.

„ჩვენი ინფორმაციით, ცემის ფაქტი არ ყოფილა“, — აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს მოქალაქეები დღეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0