08:21 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბათუმის საქალაქო სასამართლო

მძარცველი სანტა-კლაუსის სამოსში: ბრალდებული პატიმრობაშია

© Sputnik/ Seyran Baroyan
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (33)
30 0 0

მაღაზიის მძარცველი 4 წლით პატიმრობაში მოხვდა

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ძარცვაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსმა ინგა ფუტკარაძემ.

მამაკაცმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ახალი წლის ღამეს გაძარცვა. სანტა-კლაუსის სამოსში გამოწყობილი ის სუპერმარკეტში შევიდა, თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა, შემდეგ პისტოლეტი ამოიღო და ფული მოითხოვა. ცოტა ხანში ის დააკავეს. სასამართლო მოსმენები მარტიდან მიმდინარეობდა.

„გუშინ დავასრულეთ მოსმენები, ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა შეეფერდა. თავდაპირველად მას ბრალი ყაჩაღობაში ედებოდა, თუმცა შემდგომში ყაჩაღობა სასამართლომ ძარცვაში გადააკვალიფიცირა“, — განაცხადა ფუტკარაძემ.

სასამართლო მოსმენებზე ბრალდებული ბრალს არ აღიარებდა, აღნიშნა მან.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძარცველმა 40 000 ლარი წაიღო.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (33)

მთავარი თემები