08:15 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მოსამართლის ჩაქუჩი

ბათუმში სუპერმარკეტის თანამშრომლებზე თავდამსხმელებს პატიმრობა შეეფარდათ

© Sputnik/ Andrei Starostin
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (72)
15 0 0

ბათუმში სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ყაჩაღური თავდასხმისთვის ორ დაკავებულს 8,5 წლით, ხოლო ერთს - 9 წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სუპერმარკეტ „იალჩინის" ქსელის თანამშრომლებზე ყაჩაღურ თავდასხმაში სამი პირი დამნაშავედ ცნო და სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საუბარია ყაჩაღურ თავდასხმაზე, რომელიც ბათუმში იანვარში მოხდა. გამოძიების მონაცემებით, ადლიის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოროტმოქმედები სუპერმარკეტის თანამშრომლებს თავს დაესხნენ, შემდეგ მათივე მანქანით ისინი ბათუმის ეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

თავდამსხმელებმა, რომლებიც ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, აღნიშნულ პირებს დაახლოებით 150 000 ლარის ოდენობის თანხა და პირადი ნივთები წაართვეს, შემდეგ კი მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული ბათუმში, მესამე კი ფოთში დააკავეს.

ორ დაკავებულს ბრალდება წარედგინა მუხლით „ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით", ხოლო მესამეს — „ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით". შედეგად პირველ ორ დაკავებულს 8 წლითა და 6 თვით, ხოლო მესამეს — 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (72)

მთავარი თემები