ჩხოროწყუში ავტომობილი ხრამში გადავარდა: დაიღუპა ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ჩხოროწყუ-მუხურის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილის ხრამში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, იუწყება Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

112 - Sputnik საქართველო
ნატახტარში ავტოსაგზაო შემთხვევას სომხეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მსუბუქ ავტომობილში ძმები ისხდნენ. მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ბორდიურს შეეჯახა და ხრამში გადავარდა.

ერთი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ჩხოროწყუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების სიტყვებით, დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 7-ე ნაწილით)

ყველა ახალი ამბავი
0