07:13 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ჰეროინი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

© Sputnik/ Oleg Zoloto
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (49)
20 0 0

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით მარნეულში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა 1962 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას მისი ზურგჩანთიდან 20 შეკვრად დაფასოებული 11,6797 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 7,3933 გრამ ჰეროინს შეიცავს.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (49)

მთავარი თემები