„სადახლოზე" ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

© courtesy of Emin Rukminiოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მებაჟეებმა რუსეთის მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს და არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 15.21 გრამი) აღმოაჩინეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე „სადახლოს" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

უწყების ინფორმაციით, მებაჟეებმა რუსეთის მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს და არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 15.21 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9 მლნ 600 ათასი ლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ამოღებული ნაკეთობების ღირებულების ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა შეეფარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0