მამალაძის სასამართლო პროცესიდან ჩვენებების გაჟონვის გამო გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაში გავრცელდა ყოფილი დეკანოზის, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის და მისი უწმინდესობის მდივან-რეფერენტის ჩვენებების აუდიოჩანაწერები

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ყოფილი დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმის დახურული სასამართლო სხდომიდან ზოგიერთი მოწმის ჩვენების მედიაში გავრცელებასთან დაკავშირებით, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" (Imedi).

რამდენიმე კვირის წინ ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს თავად მამალაძის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, მისი უწმინდესობის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილისა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ჩვენებების აუდიოჩანაწერები.

საპატიმროს საკანი - Sputnik საქართველო
ყოფილმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა", — საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

5 სექტემბერს სასამართლომ მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. იურისტები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0