თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1997 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 1 შეკვრად დაფასოებული 1,8083 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

1997 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელი სახლის   ჩხრეკისას სამართალდამცველებმა  1 შეკვრად დაფასოებული 1,8083 გრამი  ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილებით).

ყველა ახალი ამბავი
0