ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში გზები და სახლები დატბორა

© press-service of the municipality of Poti cityВетер и сильный дождь повалили деревья в Поти
Ветер и сильный дождь повалили деревья в Поти - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერმა წვიმამ აჭარაში მეწყერი და ღვარცოფი გამოიწვია.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ აჭარისა და გურიის რეგიონებში პრობლემები შექმნა — გასულ ღამეს წვიმამ საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა.

ქობულეთში მეწყერმა ცენტრალური მაგისტრალი და ოთხი სოფლის შიდა გზები ჩახერგა. მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ორი ოჯახის ევაკუაცია, ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.

„ძლიერი წვიმის შედეგად ოთხ სოფელში სტიქიური მოვლენები განვითარდა. ცენტრალურ მაგისტრალზე, ქობულეთი-ოზურგეთის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ორ ლოკაციაზე მოძრაობა შეიზღუდა… ასევე პრობლემები შეექმნა სამ ოჯახს", — განაცხადა ქობულეთის გამგებლის პირველმა მოადგილემ მალხაზ რომანაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

შტორმი აჭარაში - Sputnik საქართველო
მეწყერი, წვიმა და შტორმი: აჭარაში მძიმე ღამე იყო

ამ დროისათვის ხუთ სოფელს წყალი არ მიეწოდება. ადგილზე 17 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს.

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორა ოზურგეთის რაიონის სოფლები. მოსახლეობამ წყალდიდობის მიზეზად წლების განმავლობაში გაუწმენდავი სანიაღვრე არხები დაასახელა, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა.

„გზის პირზე არხმა ვერ გაატარა ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვილი სხვადასხვა ნარჩენები", — განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა არჩილ ბაზაიშვილმა.

ძლიერი წვიმის შედეგად ასევე დაიტბორა ფოთის ქუჩები, მათ შორის, ცენტრალური უბნები. ადგილობრივების მტკიცებით, არსებული ყველა სატუმბი სადგური ჩართული იყო, თუმცა, უხვი ნალექის გამო წყლის გადინება დროულად ვერ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0