თბილისის დამწვრობის ცენტრში კიდევ ერთი მესაზღვრე მოათავსეს

© photo: Sputnik / Varvara Gertye / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესაზღვრეს, რომელიც სხვებთან ერთად დაშავდა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მომხდარი აფეთქებისას, თავი და ხელები აქვს დაზიანებული.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში საქართველო-რუსეთის საზღვარზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მესამე მესაზღვრე გადაიყვანეს და ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

„[რაიონულ საავადმყოფოში] საჭირო დახმარებას ვერ აღმოუჩენდნენ და ამიტომ გადმოვიყვანეთ აქ. ყველაფერი ნორმალურადაა, ყველა გვეხმარება“, — განაცხადა დაშავებული ვეფხია ბეროშვილის ნათესავმა და განმარტა, რომ მესაზღვრე თავს კარგად გრძნობს.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, ვეფხია ბეროშვილს დაზიანებები თავისა და ხელების არეში აქვს მიყენებული.

რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
საზღვარზე მომხდარი აფეთქების შემდეგ მესაზღვრეები რეანიმაციაში იმყოფებიან

„ჩვენს კლინიკაში სამი პაციენტი იმყოფება. ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებში დამწვრობის შოკიდან გამოსვლის ტენდენცია შეიმჩნევა, მაგრამ რა თქმა უნდა, დიაგნოზი სერიოზულია. რაც შეეხება მესამე პაციენტს, ჩვენ ის ქირურგიულ განყოფილებაში მოვათავსეთ“, — აღნიშნა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ: აფეთქება საქართველო-რუსეთის საზღვარზე სამშაბათს მოხდა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო. შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მესაზღვრე. ჰოსპიტალიზებული მესაზღვრეები შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პირადად მოინახულა.

ყველა ახალი ამბავი
0