თბილისის ცენტრში პოლიციის თანამშრომელი მძიმედ დაჭრილი იპოვეს

© photo: Sputnik / Alexander imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს დაჭრილი გარდაცვლილი ეგონათ

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში მძიმედ დაჭრილი მამაკაცი იპოვეს, რომელიც შსს-ს თანამშრომელი აღმოჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია დედაქალაქის ცენტრში - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში ოთხი ადამიანი დაჭრეს

ადგილზე მისულ პოლიციელებს მამაკაცი გარდაცვლილი ეგონათ და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სსკ-ის მუხლით "თვითმკვლელობამდე მიყვანა", თუმცა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მამაკაცი ცოცხალია და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად მამაკაცი ძალზე მძიმე მდგომარეობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ამავდროულად, მასმედიამ დაადგინა, რომ დაჭრილი საქართველოს შსს-ს მომსახურები სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძეა.

შსს-ში ადასტურებენ, რომ დაჭრილი მათი უწყების თანამშრომელია, თუმცა ვინაობას არ ასახელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0