წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია

© Ministry of Internal Affairs of Georgia / FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaვერტმფრენი მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში
ვერტმფრენი მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და აზერბაიჯანის ვერტმფრენები ხანძრის ჩაქრობაში დილიდან ჩაერთვნენ, აგრეთვე ორ ვერტმფრენს თურქეთიდან ელოდებიან

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ხამძარი ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერთან პრაქტიკულად ლოკალიზებულია, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტელეკომპანია „იმედის" (Imedi) ეთერში.

წაღვერის ტყეში 22 სექტემბერს დაწყებულმა ხანძარმა უკვე 4 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო
ხანძარი წაღვერში - განადგურებულია 4 ჰექტარი ტყე

„შეიძლება ითქვას, რომ დაბა წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია. ახალი კერები არ გვაქვს. ძირითადი კერები ერთ ხევშია, სხვა ხევებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის. მუშაობს სამი ვერტმფრენი, დღის მეორე ნახევრიდან თურქეთიდან კიდევ ორ ვერტმფრენს ველოდებით. დაახლოებით ექვსი კილომეტრი გზა გავიყვანეთ და კიდევ გაგვყავს, რათა კერებამდე ადვილად მივიდეთ და შემოვსაზღვროთ", — განაცხადა ალავიძემ.

მისი თქმით, ადგილზე ასევე 250 მეხანძრე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს 300 თანამშრომელი მუშაობს.

ხანძრის ჩაქრობაში ასევე 18 სახანძრო მანქანა და მაღალი გამავლობის 20 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0