ყაზბეგის მთაზე მოწყვეტილი სამი ალპინისტიდან ერთი ევაკუირებულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliყაზბეგის მთა
ყაზბეგის მთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანარჩენი ორი ალპინისტისკენ, რომლებიც 4,2 ათას მეტრ სიმაღლეზე ჩამოვიდნენ, ვერტმფრენიდან ჩამომსხდარი მაშველები მიემართებიან

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ყაზბეგის მთაზე ასვლისას მოწყვეტილი სამი ალპინისტიდან ერთი ვერტმფრენით გადაიყვანეს სამშვიდობოს, ხოლო დანარჩენი ორისკენ მაშველები მიემართებიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ოთხშაბათს, ყაზბეგზე ასვლისას, სამი ალპინისტი მოწყდა. ერთი მათგანი, რომელმაც სერიოზული ტრამვები მიიღო და 4,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე დარჩა ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად, დღეს დილით გაიყვანა ვერტმფრენმა“, — განუცხადა მედიას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.

მანვე დააზუსტა, რომ დანარჩენი ორი ალპინისტისკენ, რომლებიც 4,2 ათას მეტრ სიმაღლეზე ჩამოვიდნენ, ვერტმფრენიდან ჩამომსხდარი მაშველები მიემართებიან და მათაც ასევე ვერტმფრენით გაიყვანენ სამშვიდობოს.

ყველა ახალი ამბავი
0