23:34 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბრალდებულის დაკავება

შსს-მ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა

© Sputnik/ Igor Zarembo
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
43 0 0

სამართალდამცველებმა ბრალდებულები რუსთავში, ცხელ კვალზე დააკავეს.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 23 წლის ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 36 წლის გ.ჩ. და 32 წლის ლ.ტ. — დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული რუსთავში, ხოლო ერთი თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარებს, რაც განზრახ მკვლელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მთავარი თემები