21:35 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სასწრაფო დახმარების ბრიგადა

ბათუმში პატრულის ეკიპაჟს ავტომობილი დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
27 0 0

პატრულის თანამშრომლებს, ძირითადად, დაჟეჟილობები აღენიშნებათ, ეკიპაჟის ერთი წევრის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში, გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

დაზარალებულები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ჰოსპიტალის ექიმების განცხადებით, პატრულის თანამშრომლებს, ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ეკიპაჟის ერთმა წევრმა კლინიკა უკვე დატოვა, მეორის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 —ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, რომელიც პატრულის თანამშრომლებს დაეჯახა, ნასვამ მდგომარეობაში იყო.

მთავარი თემები