17:26 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ხანძარი ტყეში

თუშეთში მეორე დღეა ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

© photo by press-service of Adjara Goverment
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
დიდი ხანძრები საქართველოში (48)
11 0 0

ხახაბოს მთის ფერდობზე დამწვარი ხეების ნაწილები გორდება და ახალ კერებს აჩენს

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თუშეთის რაიონში, ხახაბოს მთაზე ტყე მეორე დღეა იწვის, ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი აფერხებს, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

სოფელ ხახაბოს ტყეში ხანძარი პარასკევს საღამოს გაჩნდა. ახალი კერა გაჩნდა იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ხანძარი სექტემბრის დასაწყისში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მაშინ 10 ჰექტარი ტყე დაიწვა.

„სახანძრო მანქანების ცეცხლის კერასთან მაქსიმალურად ახლოს მისვლამ და წყლით მომარაგებამ შედარებით გაგვიმარტივა საქმე, მაგრამ ფერდობიდან დამწვარი ხის ნაწილები გორდება და ახალ-ახალ კერებს აჩენს. კარგია, რომ ქარი არ არის, ეს იმედს გვაძლევს, რომ ხანძრის მასშტაბი არ გაიზრდება", — აღნიშნა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზაზა ლაგაზიძემ.

ადგილზე მუსაობას აგრძელებენ მეხანძრეები, რეინჯერები და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

თემები:
დიდი ხანძრები საქართველოში (48)

მთავარი თემები