შსს: ირანის მოქალაქე თვითმფრინავში ყალბი საბუთებით მოხვდა

© AP Photo / Eric Risbergბადრაგს ხელბორკილი უჭირავს
ბადრაგს ხელბორკილი უჭირავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის მოქალაქეს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან თბილისის აეროპორტში ყალბი პასპორტის და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღის გამოყენებით თვითმფრინავში უკანონოდ შეაღწია.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი ქალი — ირანისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, ყალბი პასპორტების დამზადებისა და გამოყენების და საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქე სლოვენიის მოქალაქის ყალბი პასპორტის და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღის გამოყენებით, თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავში უკანონოდ შეაღწია. მას ამაში საქართველოს მოქალაქე დაეხმარა, რომელმაც ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღა დაუსვა.

დავით საყვარელიძე - Sputnik საქართველო
საყვარელიძე სააკაშვილის უკრაინაში "გარღვევის" ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი

საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის სამგზავრო პასპორტი და თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტები, 7 ცალი საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სავარაუდოდ ყალბი თარიღ-დამღა, სამელნე და ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდზე დატანილი ქართული თარიღ-დამღა.

ყველა ამოღებული დოკუმენტები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

ირანის მოქალაქეს წარედგინა შემდეგი ბრალდებები: „ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა", „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა" (სსკ-ის 344-ე მუხლი) და „პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის შეძენა-შენახვა-გამოყენება" (სსკ-ის 362-ე მუხლი).

საქართველოს მოქალაქეს წარედგინა შემდეგი ბრალდებები: „ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობაში დახმარება", „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება" (სსკ-ის 344-ე მუხლი) და „ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება და გასაღება" (სსკ-ის 362-ე მუხლი).

ყველა ახალი ამბავი
0