04:19 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“

ქართველ მამაკაცს ჩემოდნით რუსი ქალი თურქეთიდან საქართველოში გადმოჰყავდა

© Sputnik / Denis Aslanov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
413 0 0

საზღვარზე დაკავებულ რუს ქალს თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებოდა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. „სარფის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩემოდნით 27 წლის ქალის გადმოყანას ცდილობდა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

მედიის ცნობით, 46 წლის მამაკაცი საპასორტო კონტროლის დროს დააკავეს. იგი საზღვარზე დიდი ჩემოდნით გადაადგილდებოდა.

მოგვიანებით მამაკაცის კუთვნილ ჩემოდანში თურქმა მესაზღრეებმა 27 წლის ქალი აღმოაჩინეს. თურქული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ანტალიის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ავტომობილს კი სწორედ აღნიშნული რუსი ქალი მართავდა.

საზღვარზე დაკავებულ ქალს გამოძიების დასრულებამდე თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებოდა.

მთავარი თემები