აფეთქება ლონდონის მეტროში: არიან დაშავებულები

© REUTERS / Stefan Wermuthლონდონის პოლიცია
ლონდონის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლონდონის პოლიცია იძიებს ინციდენტს მეტროში, რომლის დროს მგზავრები დაშავდნენ

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ლონდონის მეტროს ვაგონში აფეთქება მოხდა, რამდენიმე ადამიანმა სახის დამწვრობა მიიღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ SUN-ზე დაყრდნობით.

ადგილზე მისული არიან საგანგებო სამსახურები.

"ვიცით მეტროსადგურ "პარსონს-გრინზე" ინციდენტის შესახებ. თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან", — ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის Twitter-ში განთავსებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

ინციდენტის ადგილზე მივიდნენ ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ყველა ახალი ამბავი
0