ფოთში მესამე სართულიდან სამი წლის ბიჭი გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი წლის ბიჭმა ღია ფანჯარაზე დამაგრებული მწერების დამცავი ბადე გამოაღო და გადმოვარდა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ფოთში სამი წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა.

შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. როგორც "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე ფოთიდან იტყობინება, სამი წლის ბიჭმა ღია ფანჯარაზე დამაგრებული მწერების დამცავი ბადე გამოაღო და გადმოვარდა.

© photo: Sputnik / Jemal Ghambashidzeსახლი, საიდანაც სამი წლის ბავშვი გადმოვარდა
სახლი, საიდანაც სამი წლის ბავშვი გადმოვარდა - Sputnik საქართველო
სახლი, საიდანაც სამი წლის ბავშვი გადმოვარდა

არსებული ინფორმაციით, ბავშვს თავის ქალის მძიმე ტრავმა, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა აქვს. ის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0