ნატახტარში ავტოსაგზაო შემთხვევას სომხეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

გამოწერა
ავტობუსს, რომელიც ერევნიდან რუსეთის მიმართულებით მოძრაობდა, ნატახტრის ტერიტორიაზე Mercedes-ის მარკის ავტომობილი შეეჯახა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსს, რომელიც ერევნიდან რუსეთის მიმართულებით მოძრაობდა, ნატახტრის ტერიტორიაზე Mercedes-ის მარკის ავტომობილი  შეეჯახა, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0