სიღნაღში 20 ჰექტარამდე ტერიტორია დაიწვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტო მონაცემებით, ცეცხლს, რომელიც აღებულ ხორბლის ყანას ეკიდა, 20 სახანძრო მანქანა და 20 მაშველი მეხანძრე ებრძოდა.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სიღნაღში 20 ჰექტარზე გავრცელებული ხანძარი ჩააქრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

სააგენტო მონაცემებით, ცეცხლს, რომელიც აღებულ ხორბლის ყანას ეკიდა, 20 სახანძრო მანქანა და 20 მაშველი მეხანძრე ებრძოდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყანებს შესაძლოა თავად სავარგულების მფლობელებმა წაუკიდეს ცეცხლი, რათა მიწა ნარჩენი ნამჯისგან გაეწმინდათ. 

ყველა ახალი ამბავი
0