ავტოავარიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეკვეთილთან ახლოს გზატკეცილზე ორი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ცენტრალურ მაგისტრალზე ორი სამგზავრო მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის ინფორმაციით. დაშავებულები ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით "მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის დარღვევა, რომელსაც ჯანმრთელობის ნაკლებ მძიმე დაზიანება მოჰყვა".

ავტოავარიაში დამნაშავეს ემუქრება ჯარიმა ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვა ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

 

ყველა ახალი ამბავი
0