ურეკში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა პრობლემები შექმნა

© courtesy of Arthur Melikyanქარიშხალი
ქარიშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ურეკში დაიტბორა სახლების პირველი სართულები, შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ურეკსა და შეკვეთილს კოკისპირული წვიმა და ქარიშხალი დაატყდა თავს, წაიქცა ხეები და შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქარმა ხეები მოგლიჯა, ერთ–ერთი ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა. დაზიანდა ავტომანქანები, ელექტროსადენები, გრეგანათების ბოძები, დაიტბორა სახლების ეზოები და პირველი სართულები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, ელექტროსადენების დაზიანების გამო დენის გათიშვა აუცილებელი გახდა. მისი თქმით, ხუთ საცხოვრებელ სახლს ქარიშხალმა სახურავი გადახადა. სტიქია დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური გზა. გზები ხეებისგან სპეციალურმა სამსახურებმა ღამითვე გაწმინდეს. 

ურეკში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0