კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ხანძარს ბორჯომის ტყე-პარკში გაუმკლავდებიან

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, ხანძრის ადგილზე მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი; განსაკუთრებით მძიმეა ერთი კერა, რომელზეც მთელ ძალებს მიმართავენ.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძრის ჩაქრობის მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მისი განცხადებით, მეხანძრე-მაშველები აქტიურად მუშაობენ იმ ზონებში, რომლებიც პირველ რიგშია ჩასაქრობი. განსაკუთრებით მძიმეა ერთი კერა, რომელზეც მთელ ძალებს მიმართავენ.

"ამ წუთას უკეთესი მდგომარეობაა. ვერტმფრენები მუშაობენ. გზაშია უკვე ორი ვერტმფრენი, რომლებიც თურქეთიდან ჩამოვა… ადგილზე ცოცხალი ძალაც მუშაობს, არიან მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების კომპანიიდან. ამ ეტაპზე რაც საჭიროა, ყველაფერს აკეთებენ. ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს, თუ ქედზე არ ჩავაქრეთ ცეცხლი. მგონია, რომ გავუმკლავდებით", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში - Sputnik საქართველო
პრემიერი: ამ დროისათვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად გუშინ ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო შტაბის შეკრება ჩაატარა.

ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკში ხანძრის ჩაქრობის პროცესში საქართველოს ორი თურქული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი დაეხმარება, სულ ხუთი ვერტმფრენი იმუშავებს – ორი ქართული, ორი თურქული და ერთი – აზერბაიჯანული.

ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის პარკში 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა ხუთი ჰექტარი ტყე გაანადგურა. ქარისა და რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ცეცხლის სრულად ჩაქრობა უჭირთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0