ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში ორი თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება

გამოწერა
ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკში სულ ხუთი ვერტმფრენი მუშაობს – ორი ქართული, ორი თურქული და ერთი – აზერბაიჯანული.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკში ხანძრის ჩაქრობის პროცესში საქართველოს ორი თურქული ვერტმფრენი დაეხმარება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, რომელიც პრემიერთან და მთავრობის წევრებთან ერთად ბორჯომის ხეობაში იმყოფება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გარდა ამისა, ბორჯომის ხეობაში კიდევ სამი — ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი იმუშავებს, აღნიშნა მან.

"ჩვენი ტექნიკაც მობილიზებულია. სტიქიის ზონაში ნელ-ნელა ხდება მძიმე ტექნიკის შემოყვანა. ორი ვერტმფრენი შემოვა თურქეთიდან. ისინი ღამე მუშაობას ვერ შეძლებენ. ორი ტონა ორტონანახევარი წყლის მობილიზებას ახერხებენ. ლოკაციებს ვამზადებთ, რომ წყალი ავიღოთ. მუშაობენ შესაბამისი სამსახურები", — განაცხადა მინისტრმა.

ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში - Sputnik საქართველო
პრემიერი: ამ დროისათვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წაღვერში გუშინ ჩავიდა, სადაც მთავრობის საგანგებო შტაბის შეკრება ჩატარდა.

შტაბის მუშაობაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯერჯერობით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, საქართველოში დასახმარებლად გამოფრინდა ერთი ვერტმფრენი.

ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის პარკში 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა ხუთი ჰექტარი ტყე გაანადგურა. ქარისა და რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ცეცხლის სრულად ჩაქრობა უჭირთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0