პრემიერი: ამ დროისათვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

© Borjomi Municipalityხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში
ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაბა წაღვერში იმყოფება სადაც ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაზე მსჯელობენ.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი წაღვერში ჩავიდა, სადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას მიმდებარე ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, მთავრობის საგანგებო შტაბის შეკრება მიმდინარეობს, ამის შესახებ ტელეკომპანია Rustavi 2 იტყობინება. 

შტაბის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით ამ დროისათვის ქარის გამო ხანძრის კიდევ სამი ახალი კერა გაჩნდა. 

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბორჯომის ტყეში - თვითმხილველის გადაღებული ახლო ვიდეოკადრები

„იმ ფრონტებზე, სადაც მოსახლეობასთან შედარებით ახლოსაა ცეცხლი, ტექნიკა განლაგდება, რათა დავიცვათ მოსახლეობა. ამის გარდა, ხვალ თურქეთიდან 2 ვერტმფრენი, აზერბაიჯანიდან კი ერთი ვერტმფრენი დაგვემატება. ყველა ძალები მობილიზებულია და ცეცხლს გავუმკლავდებით. ამ დროისათვის ვფიქრობთ მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს“- განუცხადა წაღვერში პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს. 

ამ დროისათვის საგანგებო შტაბის სხდომა გრძელდება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხანძრის კერის მახლობლად მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ერთმა ოჯახმა თავისი ნებით დატოვა ტერიტორია. 


ყველა ახალი ამბავი
0