ხანძარი ისნის ბაზრობაზე: ვერსიები

© Sputnik / Alexander Imedashviliისნის ბაზრობა
ისნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეების ქონება დაზღვეული არ ყოფილა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თბილისში მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად 15 მაღაზია დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ხანძარი ისნის ბაზრობაზე გამთენიისას გაჩნდა, ორი საათის განმავლობაში მას 100-ზე მეტი მეხანძრე აქრობდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამჟამად პოლიციამ გადაკეტა ბაზრობის დამწვარი ნაწილი, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათი საქონელი დაზღვეული არ ყოფილა და ისინი ელოდებიან, როდის შეუშვებენ მათ ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე, რათა მიყენბული ზარალის შეფასება შეძლონ. ბაზრობის ადმინისტრაციამ დაზარალებულ მოვაჭრეებს დახმარება აღუთქვა.

 „ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება დაეხმაროს დაზარალებულებს, მაგრამ მათ ფართობი დაქირავებული ჰქონდათ და საკუთარ საქმიანობაზე პასუხმგებლები უნდა იყონ. ჯიხურები — მათი საკუთრებაა, არენდატორები ვალდებული არიან იქონიონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, გარდა ამისა, დაცვის საშუალებები ჩვენც გაგვაჩნია. შესაბამისი ორგანოები დაითვლიან ზარალს და ამის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ“, —  განაცხადა ბაზრობის ადმინისტრაციის იურისტმა ავთანდილ კახნიაშვილმა. 

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ისნის ბაზრობაზე გამთენიისას ხანძარი გაჩნდა - ვიდეოკადრები

კახნიაშვილს ხანძრის მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა, თავად მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ცეხლი, შესაძლოა,  საცხობში გაჩნდა, რომელიც ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარეობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, რომელიც ეცდება დაზარალებულებსა და ბაზრობის ადმინისტრაციას შორის შუამავლის როლი ითამაშოს.

 „ჩვენ შევხვდებით დაზარალებულებს და ვიმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ბაზრობის დირექციასა და მოვაჭრეებს შორის შუამავლის როლს შევასრულებთ და გადავჭრით იმ პრობლემებს, რომლებიც დაზარალებულებს ექნებათ“, — განაცხადა ქიზიყურაშვილმა.

ბოლო დროს საქართველოში სავაჭრო ობიექტებზე რამდენიმე დიდი ხანძარი მოხდა: თბილისში დაიწვა „ბავშვთა სამყარო“, ელიავას ბაზრობის ნაწილი, მეორადი ტანსაცმლის საწყობი და კომპნია „შარავანდის“ სტამბის შენობა, ფოთში კი ტანსაცმლის ბაზრობა.

 

 

გარდა ამისა, ქვეყანაში ტყის რამდენიმე ხანძარი მოხდა, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად,  2 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.


ყველა ახალი ამბავი
0