ისნის ბაზრობაზე გამთენიისას ხანძარი გაჩნდა - ვიდეოკადრები

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის ადგილზე რამდენჯერმე აფეთქდა მანქანების საწვავის ავზები და გაზის ბალონები.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ისნის ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ბაზრობაზე ცეცხლმა დახლები და სავაჭროდ გამოტანილი საქონელი გაანადგურა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა.

ხანძარს, რომელიც ისანში გამთენიისას დაიწყო, ორი საათის განმავლობაში ასამდე მეხანძრე აქრობდა.

„ხანძარი მეორადი სათადარიგო ნაწილების ბაზრობაზე გაჩნდა. მობილიზებული იყო ოცი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. დაიწვა 1,2 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. ამ დროისათვის ხანძარი ჩამქრალია“, — განმარტა გელაშვილმა „საზმაუს“ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ხანძრის ადგილზე რამდენჯერმე აფეთქდა მანქანების საწვავის ავზები და გაზის ბალონები, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის მიზეზი და ზარალის რაოდენობა უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0